თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წალენჯიხაში 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს ქალაქ ჯვარში რუს ტურისტებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდობა,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია"), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.