ავარია ქედაში: არიან დაშავებულები

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მორიგი ავარია ავტობანზე: არის დაშავებული

შემთხვევა სოფელ დოლოგანთან დღეს მოხდა.

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.