ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ხის მოჭრას ცდილობდა
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ახმეტაში 35 წლამდე  მამაკაცს ხე დაეცა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავარია ქედაში: არიან დაშავებულები

შემთხვევა ახმეტაში,  სოფელ ზემო ხოდაშენში დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში შეშის დასამზადებლად იმყოფებოდა. უწყების ცნობით, იგი ხეს ჭრიდა, რომელიც წაიქცა და ქვეშ მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის კახეთის სამმართველოს მაშველები, საპატრულო პოლიცია და ექიმები მივიდნენ. მათ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე მიიღო. იგი  თელავის რეფერალურ  საავადმყოფოშია გადაყვანილი.