უსუფაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს მეორე ვადით კენჭისყრა არ სურს

დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არ სურს იყოს დაკავებული გრძელვადიანი პოლიტიკური საქმიანობით, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის ექს-სპიკერმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში >>

დავით უსუფაშვილმა ივლისის დასაწყისში მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალების გაერთიანება და შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ივლისის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ, უსუფაშვილმა პირობა დადო, რომ გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. სამშაბათს მოლაპარაკება მეორედ შედგა.

ფიქრები ავლაბრის „შტაბკვარწირის“ მომავალ ბინადარზე... ანუ ვინც არ უნდა იყოს?!

„ჩემი და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა ასეთი შეთანხმებით, რომ მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობას. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და სხვა არავის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი ოქტომბერში საარჩევნო ბიულეტენში მიხილავს. ჩვენი შეჯერებული პოზიციის მეორე ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მარგველაშვილის საკუთარ პოზიციას თავად გაახმოვანეს.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოაცხადებს. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის.

არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ბოტი და ოფისი ბორბლებზე — საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი >>

უახლოეს დროს საკუთარ კანდიდატს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ წარადგენს.