გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაკარგული პირია.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ადგილიდან  „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაკარგული პირია, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა აღნიშნა, ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. მამაკაცის ცხედარი ამ დროისათვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.