ხანძარი საქართველო-სომხეთის საზღვარზე - ადგილზე მობილიზებულია 150 მეხანძრე

საზღვრისპირა სადახლოში 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაიწვა
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სადახლოში (ქვემო ქართლი) გორაკზე გაჩენილ ხანძარს 150 მეხანძრე ებრძვის, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სადახლოში, საქართველო-სომხეთის საზღვართან ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. ამ დროისათვის, წინასწარი ინფორმაციით, 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაიწვა.