ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია

ფინალში ქართველი სპორტსმენი არგენტინელ ჩოგბურთელს შეხვდება
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში (გერმანია) ტურნირის ფინალში გავიდა, იუწყება Р-Спорт.

ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა

შაბათს ბასილაშვილმა ჩილელ ნიკოლას ჰარის ანგარიშით 7:5, 0:6, 6:1 მოუგო. დაპირისპირება 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ლეონარდო მაიერი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,6 მილიონ ევროს აჭარბებს.