თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ბალახი და ბუჩქნარი იწვის, იტყობინება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, ადგილზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ადგილას ძველი საბურავების დაწვამ ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.