იტალიაში ქალის მიმართ ძალადობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

31 წლის საქართველოს მოქალაქემ ყოფილ მეგობარ ქალს სახეში რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. იტალიაში ყოფილი მეგობარი ქალის ცემისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

ინციდენტი ქალაქ კაპრიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა.

იტალიაში ოთხი მაისურის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სასტუმროს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ 31 წლის საქართველოს მოქალაქემ ყოფილ მეგობარ ქალს სახეში რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა. 

დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში და მის წინააღმდეგ საქმე იტალიის ქალაქ მოდენაშიც იყო აღძრული.