ფოთში მეთევზეებს შორის შეჯიბრება მიმდინარეობს

გამარჯვებული დღის ბოლოს გამოვლინდება.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ფოთში დილის 5 საათიდან სპინინგით თევზჭერაში შეჯიბრება მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

1 ივლისიდან ბათუმის ტბაში თევზაობაზე კონტროლი გამკაცრდება

შეჯიბრებაში, რომელიც მიმდინარეობს მარტოწყალას ტბაზე, მონაწილეობას იღებს 30-მდე მეთევზე. ღონისძიების მიზანია სამოყვარულო და სპორტული თევზაობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და პოპულარიზაცია. გამარჯვებულებს მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების ცენტრი და მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“. 

გამარჯვებული დღის ბოლოს გამოვლინდება.