მდინარე ჭოროხში შუახნის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 კაციანი სამაშველო ბრიგადა.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 კაციანი სამაშველო ბრიგადა. სამუშაოებს აწარმოებენ ჭოროხსა და შავ ზღვაში. პარასკევს სამძებრო სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

დღეს დილით განახლდა სამძებრო სამუშაოები, ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.