სიცხის შედეგები: ეროვნული გამოცდების შედეგებს დროულად ვერ გამოაცხადებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველად შედეგებს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები დაგვიანებით გამოცხადდება, განაცხადა ერთიანი გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების შედეგების გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზად მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის ცვლილება დაასახელა.

მისაღები გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე გადაიტანონ

ძლიერი სიცხის გამო, ცენტრმა გამოცდების განრიგი შეცვალა — 2 და 3 ივლისს ქართული ენის გამოცდა ორი სესიის ნაცვლად ერთ სესიად ჩატარდა, მეორე სესია 4 და 5 ივლისს გაიმართა. გარდა ამისა, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა 5 ივლისიდან 7 ივლისს გადაიტანეს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი", — განაცხადა მიმინოშვილმა.

ჯვაროსან–აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე: უჩვეულო შემთხვევა თბილისში >>

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. სპეციალისტები აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებას შეუდგნენ.