„ტურიზმი საქართველოში მზარდი ინდუსტრიაა. ტურისტების უმეტესობა ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის და მათ წინასწარ იციან რისი მონახულება სურთ. ხშირად ითხოვენ ტურებს გორში, კახეთში, სვანეთში, გუდაურში და ა.შ.“ — განაცხადა ლაშა ბარჯაძემ.
ტურისტული კომპანიის მენეჯერის თქმით, ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე ქვეყანას არც ერთი ტურისტი არ ტოვებს.