რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასი გაეზრდებათ

მამუკა ბახტაძის ინიციატივა რეგიონებში სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასები გაეზრდებათ

აღნიშნული ინიციატივა რეგიონებში სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხითა და ოპერატიულად მივაწოდოთ", — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

1 ივლისიდან გაიზარდა მეხანძრეების ხელფასი, ანაზღაურება გაეზარდათ პოლიციელებსაც, გარდა ამისა, ძალოვნებისთვის ხელფასების ზრდა ისევ იგეგმება.