Booking-მა საქართველო მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ ღვინის მიმართულებებს შორის დაასახელა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სერვისი თავის მომხმარებელს საქართველოში სტუმრობას ურჩევს
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სასტუმროების ინტერნეტ-დაჯავშნის სისტემა Booking.com-მა საქართველო მსოფლიოს „ექვსი ყველაზე შთამბეჭდავი და ნაკლებად ცნობილი მიმართულების" რეიტინგში შეიყვანა.

უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

პირველ ადგილზეა კანადა, მეორეზე — რუმინეთი, მესამეზე — ხორვატია. საქართველოს შემდეგ კი რეიტინგში განთავსდნენ ტასმანია და ტეხასი.

„საქართველოში ვენახის მოშენება ჯერ კიდევ ნეოლითური პერიოდიდან მოდის, მაგრამ მაშინ გამოყენებულ მეთოდებს ახლაც იყენებენ — ესაა ღვინის ქვევრში დაყენების წესი. ამ ტრადიციულ მეთოდებთან ერთად შენარჩუნდებულია ყურძნის ჯიშების შთამბეჭდავი ასორტიმენტი დახვეწილი და გამომსახველი თვისებებით", — ნათქვამია სტატიაში.

„ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" – ამერიკელებმა საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

მასალის ბოლოს Booking.com საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ერთ-ერთ თბილისურ სასტუმროს ურჩევს.

ღვინის ქვევრში დამზადების ქართული მეთოდი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მეღვინეობის სამშობლო საქართველოა.

Booking.com — სასტუმროების დაჯავშნის პოპულარული სისტემაა, რომელიც 1996 წელს ამსტერდამში დაფუძნდა.