გაზის ბალონის აფეთქებას სანქტ-პეტერბურგში მსხვერპლი მოჰყვა

დაიღუპა სამი ადამიანი, ორი - დაშავდა
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთი კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო ორი — დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. მესამე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე დაღუპული ქალია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ორი დაშავებული საავადმყოფოში რჩება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.