დაკავებულია შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი

მამაკაცმა აღიარა, რომ გააუპატიურა გოგონა, შემდეგ მოკლა და ცხედარი ძველ სტადიონზე გადამალა
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სამარაში (რუსეთი) დააკავეს შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც დანაშაული აღიარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო სამსახურის რეგიონულ განყოფილებაზე დაყრდნობით.

58 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა

გოგონა უფროს ძმასთან ერთად სასეირნოდ 20 ივლისს გავიდა. რაღაც მომენტში ის თვალთახედვიდან გაქრა. ძმა სახლში დაბრუნდა და მშობლებს მომხდარის შესახებ უამბო. გოგონას მთელი ღამე ეძებდნენ პოლიციელები და მოხალისეები. გოგონას ცხედარი 21 ივლისს დილით აღმოაჩინეს, მას გაგუდვის კვალი და თავის ტრავმა აღენიშნებოდა.

დააკავეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი, რომელიც გოგონას ოჯახის მახლობლად ცხოვრობდა.

საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური იტყობინება, რომ მამაკაცმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ჯერ გააუპატიურა გოგონა, შემდეგ მოკლა და ცხედარი ძველ სტადიონზე გადამალა.