თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი პარკი მთაწმინდაზე 24 ივლისს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მთაწმინდის პარკის ღირსშესანიშნაობები
პარკის მოცულობა 100 ჰექტარზე მეტია, ის 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკი 1938 წელს გაშენდა, მას შემდეგ სახე იცვალა და დღეისათვის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. მთაწმინდის პარკში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები: ყველის, ნაყინის, ყვავილების ფესტივალები, ბაზრობები და გამოფენა-გაყიდვები.