ქარიშხალი, წყალდიდობა და მეწყერი ვიეტნამში: მსხვერპლი - 27 ადამიანი

ქარიშხალმა გამოიწვია წყალდიდობა, რასაც მეწყრული პროცესები მოჰყვა. დანგრეულია ასეულობით სახლი, დაზიანებულია სხვადასხვა ობიექტი. არიან დაშავებულები.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ვიეტნამში ქარიშხალმა „სონ-ტინმა" გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი, რასაც 27 ადამიანის სისცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 26 ადამიანი, შვიდი უგზო-უკვლად დაკარგულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინხუაზე" დაყრდნობით.

ავსტრალიაში წყალდიდობაა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 20 და დაშავდა 14 ადამიანი.

ტაიფუნი „სონ-ტინი" ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, მაგრამ ვიეტნამის რამდენიმე რეგიონში გამოიწვია ძლიერი წვიმა, მდინარეებისა და წყალსაცავების დონის მატება. წყალდიდობამ დაანგრია ასეულობით სახლი, დაიტბორა 80 ათას ჰექტარზე მეტი ბრინჯის პლანტაცია, მეწყრის გამო პარალიზებულია ეროვნული და პროვინციების გზების მონაკვეთები.

ყველაზე მეტად დაზარალდა იენბაის პროვინცია, სადაც დაინგრა 600 სახლი, დაზიანდა ათობის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტი. წყალდიდობამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. ხელისუფლებამ რეგიონში მოსახლეობის დასახმარებლად 6,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.