საბერძნეთში ხანძრისას დაკარგული საქართველოს ორივე მოქალაქე ნაპოვნია

ათენში დაკარგულ საქართველოს ორ მოქალაქეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ათენში ხანძრის დროს საქართველოს დაკარგული მეორე მოქალაქე ნაპოვნია, იუწყება საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათენში, სადაც ძლიერი ხანძარია, საქართველოს ორ მოქალაქესთან კავშირი დაიკარგა.  მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ალმოდებულ ათენში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა თანამემამულე გადაარჩინეს
 საქართველოს ერთ-ერთი დაკარგული მოქალაქე, მარინა მახარაშვილი იპოვეს, ხოლო მეორესთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან მეხანძრეებიც. ეძებენ დაკარგულ ტურისტებსაც.