ნინო გველესიანმა და ლუკა თიგიშვილმა Miss and Mister Planet-ის საგზური მოიპოვეს

Miss and Mister Planet-ის გამარჯვებულებს ოქროს გვირგვინი, ხუთი ათასი ევროს ოდენობით ფულადი პრიზი და სხვა ჯილდოები ელოდებათ. კ
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბათუმში გამართული კონკურს Miss & Mister Planet-Georgia 2018-ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი გახდნენ, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჟიურის წევრმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

გველესიანმა და თიგიშვილმა საერთაშორისო კონკურს Miss and Mister Planet 2018-ზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომელიც თბილისში 25-30 სექტემბერს გაიმართება. ამ ღონისძიებისთვის საქართველოს 35 ქვეყნიდან რეგიონალურ კონკურსებში გამარჯვებულები ეწვევიან.

კონკურსზე მოდელები ცნობილი დიზაინერის პაპუნა ბუშიჰედის ტანისამოსში გამოწყობილი გამოვიდნენ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს მომღერალმა ნინი შერმადინმა და მარკუს მეტრეველმა.

მგალობლიშვილის სიტყვებით, დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში დამარცხებული არ იქნება. კონკურსანტები სხვადასხვა მსოფლიო სამოდელო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას: Best model of the world (პარიზი), Best global model of the year (პორტუგალია), Miss tourism world (იტალია), Miss model of the world (ჰონკონგი). აღნიშნულ კონკურსებსა და სილამაზის კონკურსებში თავის დროზე მონაწილეობა მიიღეს და პირველი ნაბიჯი გადადგეს მსოფლიო ვარსკვლავებმა ნაომი კემპბელმა, ევა ჰერციგოვამ და ა.შ.

„მის ირანი" თბილისში: რაც უნდა მოხდეს – გაიღიმეთ!

„ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის. პროგრამა სტანდარტული იქნება, თუმცა შეიცვლება ლოკაციები. კონკურსის მონაწილეები წარდგებიან როგორც საცურაო, ისე ეროვნულ კოსტიუმებში, მოდელები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, მონაწილეობას მიიღებენ ექსკურსიებსა და ფოტოსესიებში. ჩვენი კონკურსების დახმარებით მინდა საქართველოს პოპულარიზაციას ხელი შევუწყო, მინდა მონაწილეებს დავათვალიერებინო ჩვენი ქვეყანა, წავიყვანო კახეთში, მცხეთასა და სხვა ადგილებში. ამის შემდეგ ჩვენ გრანდიოზული ფინალი გველოდება", — განაცხადა მგალობლიშვილმა.

Miss and Mister Planet-ის გამარჯვებულებს ოქროს გვირგვინი, ხუთი ათასი ევროს ოდენობით ფულადი პრიზი და სხვა ჯილდოები ელოდებათ. კონკურსი საქართველოში პირველად 2015 წელს თბილისში ჩატარდა, როცა Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ ფინალისთვის კონკურსანტების შეკრება თბილისში გადაწყვიტა. მაშინ მხოლოდ „მის პლანეტას" ირჩევდნენ. 2016 წელს კი მგალობლიშვილმა Mister Planet-ის ლიცენზიაც მოიპოვა და ორი კონკურსის პრეზიდენტებმა აღნიშნული ღონისძიებების გაერთიანება გადაწყვიტეს.