იტალიაში ოთხი მაისურის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ამ დროისთვის ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიაში ქართველები ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიური მასმედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქ ბარიში ერთ-ერთი მაღაზიიდან 250 ევროს ღირებულების ოთხი მაისურის მოპარვა სცადა.

თვითმხილველების განცხადებით, ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კარაბინერებმა გამვლელების დახმარებით დააკავეს.

ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქე  წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.