ფოთში სამართალდამცველმა წინააღმდეგობის გაწევისას მამაკაცი მოკლა

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ფოთში სამართალდამცველსა და მძარცველს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

რა გახდა მარნეულში 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

ინციდენტი ნინოშვილის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე „თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა. თვითმხილველებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაკავებისას დამნაშავემ პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციელმა გაისროლა. მამაკაცი თავის არეში დაიჭრა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს პოლიციელიც, რომელსაც დამნაშავემ ბლაგვი საგნით  ჭრილობა მიაყენა.

როგორც  „sputnik საქართველოს” საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, დაშავებულ პოლიციელს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.