ძალადობა ქართულ-ლიტვური ფილმის მთავარი თემა გახდება

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ლიტვაში კონკურსი მოიგეს და ოჯახში ძალადობაზე ფილმს გადაიღებენ.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რეჟისორ დათო აბრამიშვილის ქართული ფილმი „ინგას" პროექტი ლიტვური კინოფონდის ფავორიტი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

ქართული ფილმი-აპოკალიფსი ტოკიოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა

სურათმა კინოპროდუქციისთვის პროექტების ფორუმში გაიმარჯვა. ქართულ პროექტთან ერთად კონკურსში მონაწილეობდა 35 სცენარი. ფილმი ეხება ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ბავშვებზე ძალადობას.

ფილმის გადაღებების დაწყება სექტემბერში იგეგმება. დათო აბრამიშვილთან ერთად იმუშავებს მეორე რეჟისორი — გიორგი გოგიჩაიშვილი. რეჟისორების ამ დუეტმა გადაიღო წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი", რომელმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე დადებითი შეფასებები მიიღო.

„ინგა" საქართველოს, ლიტვისა და ლუქსემბურგის კოპროდუქციაა.

სურათის სცენარზე მუშაობდნენ მარი ბექაური და ზაზა კოშკაძე. მთავარ როლებს შეასრულებენ ანა ბებია და ზურაბ გაბუნია.