თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 29 წლის თ. კ. დააკავა. მას სამიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახვლედიანის ქუჩაზე 21 ივლისს თ. კ. მოპედით გადაადგილდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მისი შეჩერება გადაწყვიტეს, რათა ალკოტესტი ჩაეტარებინათ, მაგრამ მან გაქცევა სცადა. პოლიცია მისი დაკავება მალევე შეძლეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.