ვინ იყვნენ ვაიკულეს სტუმრები საქართველოდან იურმალას ფესტივალზე

თამრიკო გვერდწითელი, ნინო ქათამაძე და აჩი ფურცელაძე ლატვიაში ფესტივალის მონაწილეები იყვნენ
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოპულარული ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები იყვნენ ლაიმა ვაიკულეს სტუმრები საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „ლაიმა. რანდევუ. იურმალა 2018“.

ოთხდღიანი ფესტივალი ლატვიაში 19-22 ივლისს ცნობილ საკონცერტო დარბაზ „ძინტარიში“ გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ათზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, შეიკრიბა 186 არტისტი ლატვიიდან, რუსეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და სხვ.

Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში დასასრულს უახლოვდება

საქართველოს წარმოადგენდა ცნობილი მომღერალი თამრიკო გვერდწითელი, ეთნო-ჯაზ შემსრულებელი ნინო ქათამაძე და საესტრადო მომღერალი და მუსიკოსი აჩი ფურცელაძე.

სტუმრებს შორის ასევე იყვნენ — გრიგორი ლეპსი, ელენა ვაენგა, ფილიპ კირკოროვი, ბერა ბრეჟნევა, ემინ აგალაროვი, ანი ლორაკი, ალექსეი ჩუმაკოვი, ვერკა სერდიუჩკა და სხვ.

საერთაშორისო ფესტივალი „ლაიმა. რანდევუ. იურმალა“ პირველად 2015 წელს გაიმართა. 2017 წელს ოთხ კონცერტზე წარდგნენ რუსეთის, ლატვიის, უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების საუკეთესო არტისტები.