რა გახდა მარნეულში 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ინფიცირება.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მარნეულის სოფელ წერეთელში მცხოვრები 65 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რატომ იმატა ალერგიის რიცხვმა?

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის, ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული და იქიდან ინფიცირებული დაბრუნდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ინფიცირება. საბოლოო პასუხი გარდაცვალების მიზეზის თაობაზე ლაბორატორიული კვლევის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.