ევროპასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი დაიწყო - საფრანგეთის მინისტრი

სანამ აშშ არ იტყვის უარს ალუმინზე და ფოლადზე დაწესებულ გადასახადებზე, ევროკავშირი არ დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ევროპასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი ფაქტობრივად დაწყებულია, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა ბრუნო ლე მერმა, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით,

„ოცეულის ჯგუფში“ ყველას ესმის, რომ სავაჭრო ომი რეალობაა, და მსოფლიო ზრდისთვის რისკი არსებობს“, — მოჰყავს სააგენტოს ლე მერის სიტყვები ბუენოს-აირესში ფინანსური „ოცეულის“ სხდომაზე.

ტრამპის თანაშემწე აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ ომზე ალაპარაკდა

სააგენტო Europa Press-ის ცნობით, მინისტრმა მოუწოდა აშშ-ს გადადგან პირველი ნაბიჯი დიალოგისკენ, რომლის გარეშე ევროკომისია თავის წინადადებებს ვერ ჩამოაყალიბებს. „ვთხოვ აშშ-ს დაუბრუნდეს საღ აზრს და პატივი სცეს როგორც გლობალურ წესებს, ისე თავის მოკავშირეებს“, — ციტირებს ლე მერს Europa Press.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი გადასახადების დაწესების შემთხვევაში ევროპას არ დარჩება სხვა გამოსავალი, გარდა საპასუხო ზომების შემოღებისა და ევროკავშირი არ განიხილავს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იმ მომენტამდე, სანამ ვაშინგტონი არ იტყვის უარს ალუმინზე და ფოლადზე დაწესებულ გადასახადებზე.

შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა – ისრაელი მადლიერია >>

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრებოდა, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ ავტომობილებზე მასშტაბურ გადასახადებს დააწესებდა. ევროკომისიამ კი საპასუხო ზომები მოამზადა.