ქუთაისში მე-11 საუკუნის უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი უნდა ყოფილიყო
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქუთაისში, გორას დასახლებაზე, ცაცხვების ქუჩაზე არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უცნობი დასახლება მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც კერძო მფლობელი საკუთარი სახლის მშენებლობისას საძირკველს თხრიდა.

თელავში ადრინდელი რკინის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

გათხრებისას ნაპოვნია დაუკირავი ქვევრები, ჭა-მაცივრები,  თონეები, დოქები, ჯამები, სამარილეები, მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები,  ლითონის ნივთები, კრამიტის ფრაგმენტები. ნივთები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.   

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ყოველთვის არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის  უცნობი უბანი უნდა ყოფილიყო. 

აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.