თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
13-18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.
პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
„ჭკვიანი“ ბეჭდები საფულის ნაცვლად: ქართველი სტუდენტების გამოგონება >>
რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა გახსნეს.