მოსახლეობის საყურადღებოდ: საქართველოში NOKIA-ს ბრენდის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა

სამართალდამცველებმა სავაჭრო ქსელიდან 3 791 ყალბი „ნოკია“ ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მძღოლებო, ფრთხილად: ბაზარზე ძრავის უხარისხო ზეთია

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მობილური ტელეფონებითა და აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახდენდა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით - ბრალდებულები საქონელს ჰყიდდნენ როგორც ბრენდირებულ ტექნიკას.

ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით ("დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება"), რაც ითვალისწინებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.