ტრაგიკული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შესახებ შსს-სა და პროფკავშირების მონაცემები განსხვავდება ერთმანეთისგან
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე წლის იანვრიდან სისხლის სამართლის 19 საქმე აღძრა, ბრალი კი ექვს პირს წაუყენა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტრაგედია ტყიბულში: გადარჩენილი მეშახტეები მძიმე მდგომარეობაში არიან

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა.

სხვა სტატისტიკა მოჰყავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მათი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა.

შრომის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც მწვავედ დგას საქართველოში, კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ორშაბათს, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.