ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 27-ე ადგილი დაიკავა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ხუთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდა, ნათქვამია კომაროვის სახელობის №199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რუმინეთში ოლიმპიადაზე კომაროვის სახელობის სკოლის ექვსი მოსწავლე გაემგზავრა — საბა ლეფსვერიძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. ლეფსვერიძემ ვერცხლის მედალი მიიღო, დანარჩენებმა — ბრინჯაოს.

ქართველი მოსწავლეების „ქიმიური რეაქციები" მინსკის ოლიმპიადაზე

საერთაშორისო ოლიმპიადაში მოსწავლეები მსოფლიოს 107 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. საქართველომ კარგი შედეგი აჩვენა — ჯგუფურ ჩათვლაში მან 133 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა.

პირველი საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში 1959 წელს რუმინეთში ჩატარდა. მაშინ ოლიმპიადაში შვიდი ქვეყნის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მას შემდეგ ღონისძიება ყოველ წელს იმართება.

ქართველმა მოსწავლეებმა შარშან საუკეთესო შედეგი აჩვენეს — გუნდურ ჩათვლაში გუნდმა, მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას შორის, მე-12 ადგილი დაიკავა. უპრეცედენტო იყო საქართველოსთვის კომაროვის სკოლის მე-12 კლასელის, ალექსანდრე საათაშვილის შედეგი — ინდივიდუალურ ჩათვლაში მან მეხუთე ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.