ომალოში „მეტეორების წვიმაა" მოსალოდნელი

მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლებსა და სტუმრებს საინტერესო საფესტივალო პროგრამა ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ფესტივალი „აქთუშეთი 2018 - მეტეორების წვიმა" (AqTushetii 2018 - Meteor Shower) სოფელ ომალოში 12-19 აგვისტოს პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

მითების კვალდაკვალ: როგორ დაასახლა ქართველმა მხატვარმა სულები თუშეთში>>>

კვირის განმავლობაში ფესტივალს სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდებათ: ლექციები, სემინარები, გამოფენები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენებები, ასევე რაგბის გაკვეთილები და ლაშქრობები ბავშვებისთვის.

ფესტივალის სტუმრებს 12 და13 აგვისტოს ომალოში შესაძლებლობა ექნებათ შეუიარაღებელი თვალით დაინახონ მეტეორების წვიმა.

ქართველი მუცლის ცეკვების შემსრულებელი ტუნისში როკ-კონცერტზე მიიწვიეს

გარდა ამისა, AqTushetii 2018 ასევე წარმოადგენს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც შეიქმნება ერთკვირიანი ექპსედიციის ფარგლებში თუშური მითოლოგიის თემაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართველი ფოტოგრაფი ამირან არაბულის გამოფენა.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები Kid Jesus-ი, NUM-ი, ბენ უილერი, ხატია ქორიძე, გიგი ცინცაძე, ვაჟა მარი, ნუცა ნებიერიძე, და The Black Marrows-ი.

გასული წლის მსგავსად, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს თხოვნით მიმართავენ ადგილობრივი ბიბლიოთეკის ფონდისთვის გადასაცემად ერთი წიგნი მაინც იქონიონ.