„პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია, ამ შემთხვევაში მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო მარგველაშვილს. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება, მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის მიერ» განუცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და აჭარის მთავრობის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.