თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ხელოვანების საერთაშორისო გაერთიანება წარმოადგენს ახალ პროექტს „კინო ჟესტებით“, იუწყებიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა >>
პროექტის ფარგლებში პირველი ჩვენება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე 23 ივლისს გაიმართება. საპილოტე სეანსისთვის ორგანიზატორებმა შეარჩიეს ქართველი რეჟისორის, ნანა ჯანელიძის ფილმი „ნეტავი იქ თეატრი არის?“
ფილმი ყრუ და სმენადაქვეითებულ მაყურებელზეა ადაპტირებული — ფილმი უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
კინოსეანსის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელზეც ორგანიზატორებმა სურათის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი კახი კავსაძე მიიწვიეს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ყრუთა კავშირი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი და კომპანია adjaranet.com.
ამ დროისათვის ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებამ ათი ფილმის ადაპტირება განახორციელა.