ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი აგვისტოში გაიმართება

საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე, ნანი ბრეგვაძესთან და კრის ბოტისთან ერთად, ნინო ქათამაძე და სტეფანე მღებრიშვილი წარდგებიან
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის და იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ჯაზ-მესაყვირისა და კომპოზიტორის, კრის ბოტის ერთობლივი კონცერტი შავი ზღვის პირას 16 აგვისტოს გაიმართება.

Anaklia Echowaves-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო >>

საღამო შეკვეთილში „ბლექ სი არენაზე“ სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება და ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი" – Black Sea Arena-ს სცენაზე

ბრეგვაძე და ბოტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. სცენაზე კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის შექმნილი მუსიკოსების ცნობილი ჰიტების ორიგინალური ვერსიები გაჟღერდება.

კონცერტზე ასევე იმღერებენ ნანი ბრეგვაძის ქალიშვილი და შვილიშვილი — ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ასევე ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და ბათუმის სახელმწიფო ცენტრის კაპელა.

ბილეთები უკვე იყიდება ვებგვერდზე www.tkt.ge