ისრაელი საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს

სპეციალურად ფესტივალისთვის დაიდგა გლუკის ოპერა „ორფევსი და ევრიდიკე".
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ისრაელის ქალაქი აკო 2-4 აგვისტოს რიგით მეხუთე საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ისრაელის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით.

პუჩინის ოპერა პუჩინის ქალაქში – თბილისის ოპერის თეატრი იტალიაში გასტროლებზე მიდის

აკო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის, ის ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აკო დასავლეთ გალილეაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგმული ავსტრიელი კომპოზიტორის კრისტოფ ვილიბალდ გლუკის ოპერა „ორფევსი და ევრიდიკე" დირიჟორ ითან შმაისერის ხელმძღვანელობით. ფესტივალის სტუმრები ასევე დატკბებიან მუსიკალური ფანტაზიით Shirit Lee Weiss, რომელიც მსმენელს ველური ბუნების სამყაროში გადაიყვანს.

ფესტივალის პროგრამაშია ასევე ნოვატორული დადგმა მთელი ოჯახისთვის – რონი ბრენდშტერის White Box.