ავტოავარია ჩაქვის გვირაბთან: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

სამივე დაშავებულს გულ-მკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ჩაქვი–მახინჯაურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქობულეთში ავარიას მამის და მისი ტყუპი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან დღეს, დილით მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულია ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი, რომლებიც გადაყვანილი არიან რეფერალურ საავადმყოფოში, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და „მედცენტრში". სამივე მათგანს გულ-მკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.