თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლები სამ ადამიანს ეძებენ, იუწყება Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სარქისიანი თბილისში, ელიას უბანში ჟონეთის ქუჩაზე 13 ივლისს მოკლეს. ქართული მედიის ინფორმაციით, მკვლელობამდე სარქისიანს 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბში სარქისიანს დანით 22 ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პოლიცია სამი ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს. მათგან ერთ-ერთი სავარუდო ბრალდებულია, დანარჩენი ორი — გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან“, — განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.
პოლიციელებმა დანაშაულის იარაღი — დანა ამოიღეს.
ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა — ვიდეო სასამართლოდან >>
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, ადგილობრივების თქმით, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩხუბი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.