საქართველოს და ყირგიზეთის პრემიერებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტის ფარგლებში იმყოფება
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს და ყირგიზეთის თანამშრომლობა და ვაჭრობის კუთხით მისი გაღრმავება პრემიერ-მინისტრების მამუკა ბახტაძისა და მუჰამედკალი აბილგაზიევის შეხვედრის მთავარი თემა გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სურვილი საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა.

განსაკუთრებულად აღინიშნა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ მთავრობათაშორისი კონსულტაციების ფორმატი უფრო მეტად გააქტიურდეს.

საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბიზნესის კეთების კუთხით ლიდერობს

მუჰამედკალი აბილგაზიევმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა OGP-ის სამიტზე მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობისა. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ  ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

„ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.

პრეზიდენტი: საქართველოს პორტები ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანს ქმნიან >>

OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ის წევრი-ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.

OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა.