თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.
„არ ვიცით, რა არის მიზეზი. ხმაური რომ გავიგონე, ჩამოვედი ზედა სართულიდან და ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხოო“, – აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.