თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თელავში მეშვიდე-მერვე საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნაკეთობები. აღმოჩენილია კოშკები, რომლებსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეციალისტებმა გალავნის ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თავის დროზე თელავში ეს ადგილი სტრატეგიულად გამორჩეული იყო და ქალაქის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა.
სამუშაოების ჩასატარებლად თელავის მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო.