თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა

ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თუშეთის გზაზე მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2). 

თბილისში ავტომობილი ამობრუნდა - ვიდეო

„მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა სოფელ ომალოსთან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ტელეკომპანიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა.

ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც ამ წუთებში თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.