მყინვარწვერის დასალაშქრად წასული პოლონელი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტები, რომელთა შორის ერთი დაშავებულია,  სამთო მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაშავებულია პოლონეთის 22 წლის მოქალაქე. მან დაზიანებები  ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერის ნაპრალში ჩავარდნის შედეგად მიიღო.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევებიშემთხვევები საქართველოში –2018საქართველო