ჭიათურის მერს მოქალაქის ცემას ედავებიან

ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს ძალადობაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გახარია: პოეტ კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა. 

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

პაატა ნადირაძე ჭიათურის მერად 2017 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა, მანამდე კი ის იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.