სვანეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

სამსახურის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ტყის ფართობი.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია — ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება.

ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს, დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

სვანეთში ხანძარი გრძელდება – ვიდეო მოვლენის ადგილიდან

სამსახურის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ტყის ფართობი.

ურთულესი რელიეფის გამო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა.

ხანძრის ლიკვიდირებას 11 ივლისიდან, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ.

ხუთდღიანი სამუშაოების შემდეგ, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ დამუშავებულია ხანძრის ყველა კერა.