ბათუმში თვითნასწავლი მხატვრის თიკი ბაღაშვილის გამოფენა იმართება

გამოფენაზე შესაძლებელია მხატვრის ნამუშევრების შეძენა, რომლებიც ფანქრით, აკრილის და ზეთის საღებავებით არის შესრულებული
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმში სოციალურ კაფეში Free Space ქართველი თვითნასწავლი მხატვრის თიკი ბაღაშვილის გამოფენა მიმდინარეობს.

მხატვარი და ფოტოგრაფი თიკი ბაღაშვილი თბილისელია. ხატავს ფანქრით, აკრილის და ზეთის საღებავებით.

„ვიზუალური ხელოვნება — საუკეთესო ხერხია გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ, რაც მიყვარს ან მძულს. როდესაც ჩემს შემოქმედებას ვუყურებ და ის მე მომწონს — ეს საუკეთესო გრძნობაა“, — ციტირებენ თიკი ბაღაშვილს გამოფენის ორგანიზატორები.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე მოეწყობა ბაღაშვილის ფერწერით გაფორმებული სხვადასხვა ნივთის გამოფენა-გაყიდვა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ექსპოზიცია 26 ივლისამდე გასტანს.