საქართველოში ყველა გამომძიებელი გადამზადებას გაივლის

შსს-ს გამომძიებლების გადამზადების კურსი ტესტირების შედეგების მიხედვით შემუშავდა
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შსს-ს გამომძიებლების გადამზადება შემოდგომაზე დაიწყება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შსს-ს სტაჟიორები ხელფასს მიიღებენ >>

გიორგი გახარია შს მინისტრის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს. იმ დროიდან შსს მუდმივი რეფორმირების პროცესშია. ბოლო სიახლეს რაიონული ინსპექტორების ინსტიტუტის გაუქმება წარმოადგენს.

გახარიამ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უარყო

გახარიას თქმით, კურსების შედეგების მიხედვით გამომძიებლების კვალიფიკაცია და მათი პოტენციალი შეფასდება.

„უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი — ეს 1104 ადამიანი სექტემბრიდან გადამზადების კურსებს გაივლის, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია, ასევე მათი პოტენციალი და რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია", — განაცხადა გახარიამ.