გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკი მოეწყობა

ბანაკის მოსაწყობად საჭირო კარვებისა და ინვენტარის დასამზადებლად სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკის მოწყობას გეგმავს, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“.

ბანაკის მოსაწყობად საჭირო კარვებისა და ინვენტარის დასამზადებლად სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი.

ხეზე კვეთის ოსტატი, რომელმაც აჭარაში ეთნოგრაფიული მუზეუმი გახსნა

მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის კარვებისა და ინვენტარის დასამზადებელი  სამუშაოების ჩასატარებლად   სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მინიმუმ ერთ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების და ხის ნივთების დამზადების გამოცდილება უნდა გააჩნდეს და უნდა წარმოადგინოს კიდეც დამადასტურებელი ფოტომასალა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

სატენდერო წინადადებების მიღება 30 ივლისს დასრულდება.

რომაული ბანაკი გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოეწყოს.